Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 31

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ მოწმდება კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა, ან ასლის შესატყვისობა დედანთან (ან დამოწმებულ ასლთან), ან ამონაწერი დოკუმენტიდან, ან სხვა ნებისმიერი მოქმედება, გარდა საჯარო აქტისა, უნდა შედგეს დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი).

2.ფორმულარი შეიძლება დაიბეჭდოს უშუალოდ დოკუმენტზე ან განთავსდეს ცალკე ფურცელზე და აიკინძოს დოკუმენტთან (კერძო აქტთან ერთად, ასლთან ერთად). ფორმულარი შეიძლება განთავსდეს როგორც სანოტარო აქტის დასაწყისში, ისე ბოლოში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ფორმულარში უნდა მიეთითოს: ა) კერძო აქტზე ხელმომწერი ყველა პირის (მათ შორის, მოწმისა და თარჯიმნის ხელმომწერის) საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ კერძო აქტის მონაწილე წარმოდგენილია უფლებამოსილი პირით, ფორმულარში შეიძლება მიეთითოს წარმომადგენლის განცხადება (ასეთი განცხადების შემთხვევაში) იმის შესახებ, რომ მან ხელი მოაწერა იმ სუბიექტის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს; ბ) ნოტარიუსის მითითება წინა ქვეპუნქტში მითითებული პირების ქმედუნარიანობის შესახებ; გ) შესრულებული სანოტარო მოქმედების შინაარსი; დ) სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი. ე) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო მოქმედებებისთვის საზღაურის გადახდას), მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტი ოდენობა, აგრეთვე, ნორმატიული აქტების ის მუხლები, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება; ვ) ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.

4.დასაშვებია ნოტარიუსის ფორმულიარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების მითითება.

5.ფორმულარში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების მითითება სავალდებულო არ არის დოკუმენტის ასლის (ფოტოასლის) შესაბამისობის ან დოკუმენტიდან ამონაწერის ნამდვილობის დამოწმებისას.

6.დასაშვებია რამდენიმე სანოტარო მოქმედების შესრულება აისახოს ერთ ფორმულარში (ასლისა და ხელმოწერის დამოწმება, პროექტის მომზადება და ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება და სხვა). ასეთ შემთხვევაში საზღაურის გადახდის შესახებ ნოტარიუსის მითითებაში უნდა აისახოს გადასახდელი საზღაურის ჯამური ოდენობა და მისი შემადგენელი ნაწილები (თითოეული სანოტარო მომსახურებისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა). მაგალითად: „საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის: 2,50 თეთრი, მათ შორის: 2,00 ლარი – ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისათვის, 0,50 – ლარი ასლის დედანთან შესატყვისობის დამოწმებისათვის“.

7.დასაშვებია კერძო აქტზე სხვადასხვა ხელმოწერა დამოწმდეს ერთი ან რამდენიმე ნოტარიუსის მიერ და სხვადასხვა დროს, ნებისმიერი თანმიმდევრობით.

8.თუ ხელმომწერი ხელს აწერს კერძო აქტის რამდენიმე გვერდზე, ხელმოწერის დამოწმებისათვის საზღაური გამოითვლება ხელმოწერათა რაოდენობის შესაბამისად და ეს ფაქტი მიეთითება ნოტარიუსის დამადასტურებელ წარწერაში. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 31 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 ივლ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 31 ივლ. 2016
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 15საჯარო და კერძო აქტები
  • 29სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
  • 17სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები

ნოტარიატის შესახებ

  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი
  • 5სანოტარო მოქმედება
  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1357სანოტარო ფორმა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 53ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 11განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5313571050548193515291758112331
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებუძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23