„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებისას არ არის სავალდებულო იმ ქონების შესახებ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც გარიგების საგანია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა გამოიყენება აგრეთვე სამომავლო ქონებასთან დაკავშირებული გარიგების სანოტარო აქტის ფორმით დამოწმებისას.

3.სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებას არ აბრკოლებს იმ ქონებაზე/უფლებაზე ყადაღის ან სხვაგვარი შეზღუდვის არსებობა, რომელსაც შეეხება გარიგება, აგრეთვე ამ ქონების არარსებობა. შესაბამისად, სანოტარო აქტის ფორმით შეიძლება შედგეს წინარე გარიგება იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიქმნას მომავალში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311¹699422945501526710587 (და…1251
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23