Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 7 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). რეგულირების ობიექტის დათვალიერება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რეგულირების ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

2.რეგულირების სხვა ობიექტების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესის VI თავისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილისა და სარგებლობის შესახებ; ბ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის, ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ობიექტის, ასევე მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას; გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის მიერ ბუნებრივი რესურსების, ხე-ტყის  და სხვა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ის) გაცნობას, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების დათვალიერებას, მათი ოდენობის დადგენასა და შესაბამის დოკუმენტებთან შედარებას, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების ვიზუალურ დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის, ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო (მათ შორის, მცურავი) საშუალების შესაბამისი დოკუმენტის, სხვა ნივთებისა და საგნების დათვალიერებასა და გაცნობას; დ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვა, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას; ე) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე წყლის სხვა ობიექტებში მცურავი (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, მათ მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტების (მათ შორის, თევზჭერის სარეწაო ჟურნალის) დათვალიერებას. საჭიროების შემთხვევაში სინჯების აღებას ან/და გაზომვების ჩატარებას, ასევე ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნასა და დათვალიერებას; ვ) საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიის მიმდებარედ ლაბორატორიული სინჯების აღებასა და გაზომვების ჩატარებას; ვ 1 ) საავტომობილო ბენზინის  ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიაზე სინჯების აღებასა (სახელმწიფო კონტროლისთვის) და გაზომვების ჩატარებას; ვ 2 ) საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიაზე სინჯების აღებასა (სახელმწიფო კონტროლისთვის) და გაზომვების ჩატარებას; ზ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი სამუშაოების (ღონისძიებების) განხორციელებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შეფასებას; თ ) რეგულირების ობიექტზე წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებელი ან / და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან / და „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას .

4.თუ რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, მეყსეული და უშუალო საფრთხე შეუქმნას დარღვევების შესახებ შესაბამის მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ახორციელებს ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებებსა (მათ შორის, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას.

5.დათვალიერებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

6.დათვალიერების ღონისძიებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №547 - ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 31.01.2020წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 8 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოძრავი აქტივების ეტიკეტირება და ბარკოდ-ტრეკინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზონირების და რეგულაციის ანალიზი ოპტიმალური გამოყენების კონტექსტშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №15

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 8 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება
  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
  • 23 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება
  • 35იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას
  • 34იძულებითი ღონისძიებები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 126დათვალიერების ზოგადი წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 260დათვალიერება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 18ობიექტები და მათი ზედამხედველობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2057126260188 (და…24 (დ…23 (დ…333534437 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…რადიაციული დაცვის, ბირ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026