Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 72

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:სანოტარო აქტების აღსრულებასააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაციასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაქონების შეფასება და სააუქციონო მომზადება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

2.სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.

3.სააღსრულებო ფურცელს პირველ რიგში გასცემს ის ნოტარიუსი (მისი არყოფნისას შემცვლელი, თუ ასეთი დანიშნულია), რომელმაც დაამოწმა აღსრულებას დაქვემდებარებული სანოტარო აქტი.

4.იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი (ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში), სააღსრულებო ფურცელს კრედიტორის არჩევით გასცემს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვს აღსასრულებელი სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს და მონაცემებს მისი გაუქმების (ცვლილების) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ (მაგ., მოცემული სანოტარო აქტის მიხედვით, უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი სხვა ნოტარიუსის მიერ), მისი არსებობის შემთხვევაში.

5.უფლებამოსილ პირებზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა შემდეგი რაოდენობით: ა) თუ კრედიტორი რამდენიმეა და მათ აქვთ სხვადასხვა მოთხოვნა, რომელთა დასაკმაყოფილებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, მაშინ გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი კრედიტორიცაა; ბ) თუ მოვალე რამდენიმეა და ისინი არ არიან სოლიდარული მოვალეები, მაშინ გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი მოვალეცაა; გ) თუ რამდენიმე კრედიტორი სოლიდარული კრედიტორია, ან რამდენიმე მოვალე სოლიდარული მოვალეა, გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი სოლიდარულად პასუხისმგებელი მხარეცაა; დ) თუ არსებობს სხვადასხვა პერიოდში შესასრულებელი ვალდებულებები, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მხოლოდ ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად. თუ არსებობს ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდელი დაკმაყოფილების საფუძველი, მითითებული სანოტარო აქტში, შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ვადადაუმდგარი მოთხოვნის მიმართაც.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში: ა) თითოეული უფლებამოსილი პირისათვის მიცემული საღსრულებო ფურცელი დგება ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში; ბ) თითოეული უფლებამოსილი პირისათვის მიცემულ სააღსრულებო ფურცელს ეძლევა დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი და დამოუკიდებელი აქტის სახით რეგისტრირდება რეესტრში.

7.აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ან დაზიანების (თუ დაზიანების ხარისხი გამორიცხავს სააღსრულებო ფურცლის გამოყენებას) შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსი, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებლო ფურცლის ასლი გაიცემა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების საფუძველზე და მას ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. კრედიტორმა განცხადებაში უნდა მიუთითოს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც ითხოვს სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარის გაცემას. კრედიტორს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი პასუხის-მგებლობა მოტყუებით სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარის მიღების გამო. განმეორებით გაცე-მულ სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება, რომ იგი გაიცა განმეორებით უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე. კრედიტორი ვალდებულია, დაზიანებული სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნოს უფლებამოსილ ნოტარიუსს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზიანებული სააღსრულებო ფურცელი ინახება აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში. სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და სასამართლოს აღმასრულებლის ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

8.სააღსრულებო ფურცელი სანოტარო აქტის აკინძვის წესების დაცვით უნდა აიკინძოს იმ სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლთან ერთად, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს სანოტარო ბიუროში დაცული სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარზე, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

9.სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 იან. 2012

    An enforcement order can be issued even if there is a lien or legal restriction on the property subject to execution.

წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღსრულების სტრატეგიის შემუშავება და რეკომენდაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააუქციონო დოკუმენტაციის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააღსრულებო დოკუმენტაციის მომზადება და ექსპერტიზა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააღსრულებო ფურცლის წარდგენა და წარმოების დაწყება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2012-01-23
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ნოტარიუსის შენაცვლება
  • 3ნოტარიუსის ფუნქციები
  • 17სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები

ნოტარიატის შესახებ

  • 40აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე
  • 38სანოტარო მოქმედება
  • 18ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 21სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები
  • 24სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ
  • 20სააღსრულებო ფურცელი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 8¹სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 5აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5212420440381863178¹72
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს გარემოს და…სანოტარო მოქმედებათა შ…არასაპატიმრო სასჯელთა …სანოტარო მოქმედებათა შ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო