სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 580 8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

2.სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

3.სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4.აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 580 8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. 2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. 3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. 4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №115 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გარეშე წარმოების გამონაკლისებს დაემატა ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეები.

  3. 20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გარეშე წარმოების გამონაკლისთა ჩამონათვალიდან ამოღებულია უძრავი ქონების შემძენის განცხადება, დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიურია.

  4. · გამოქვეყნდა 17 მარ. 2014

    20-ე მუხლის პირველი პუნქტის გამონაკლისების ჩამონათვალიდან ამოღებულია უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

  5. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    მე-20 მუხლს დაემატა პირველი პუნქტის ნუმერაცია და მე-4 პუნქტი ნოტარიუსის რეკლამის შეზღუდვისა და ინფორმაციის გავრცელების შესახებ.

  6. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გარეშე წარმოების გამონაკლისებს დაემატა აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეები.

  7. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გარეშე წარმოების გამონაკლისებს დაემატა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, ხოლო მე-3 პუნქტი ახლა ეხება სასამართლოს განჩინებას, რომელიც სააღსრულებო ფურცლის გარეშე აღსრულდება.

  8. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  9. პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გარეშე აღსრულებადი საქმეების ჩამონათვალი გადაიწერა და მას უძრავი ქონების შემძენის განცხადება დაემატა; მე-2 პუნქტში ფურცელი გაიცემა კრედიტორზე; მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-4 პუნქტი.

  10. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცელი დაზუსტდა როგორც დედანი, ხოლო ახალი მე-3 პუნქტით აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა ან განახლება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე არ დაიშვება.

  11. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე წარმოების გამონაკლისებს დაემატა სამოქალაქო კოდექსის 258¹ მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულება; დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმებს ეხება.

  12. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2006

    მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის გამონაკლისს დაემატა უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული საქმეები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
175182²352¹252123258¹580⁸4072110778 (და…3520
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…თავდაცვის კოდექსისანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა