Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 57

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 57. გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ქონების დაგეგმვასაგადასახადო დაგეგმვამემკვიდრეობამემკვიდრეობის მიღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.

2.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

3.გარდაცვლილი პირის მემკვიდრე ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილია გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

4.საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს არაუგვიანეს 30 დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პირის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

5.გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ: ა) გარდაცვლილ პირს არ ჰყავს მემკვიდრე; ბ) მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე; გ) გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.

6.მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია: ა) ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; ბ) ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ხოლო თუ გარდაცვლილი პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი იყო − დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად; გ) გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება; დ) შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებულებები.

7.მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს: ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა; ბ) გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენოს საგადასახადო ანგარიშგების დროს; გ) წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (მათ შორის, შესწორებული) გარდაცვლილი პირის საქმიანობის პერიოდზე; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდაცვლილი პირის შესაბამისი დოკუმენტები გამოიყენოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დასადასტურებლად და აქციზის/დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის მისაღებად; ე) გააგრძელოს გარდაცვლილი პირის მიერ დაწყებული საგადასახადო დავა; ვ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა უფლებებით.

8.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გააერთიანოს გარდაცვლილი პირისა და მისი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათები, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას.

9.მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა: ა) ვალდებულია გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა ასახოს მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე; ბ) უფლებამოსილია დაადგინოს პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ჩატარებით; გ) უფლებამოსილია გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განახორციელოს: გ.ა) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; გ.ბ) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის ფარგლებში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; დ) ვალდებულია ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნოს ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მემკვიდრის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, საბაჟო სანქცია) არ გამოიყენება. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მემკვიდრეობის საგადასახადო დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრობატის ადმინისტრირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავალდებულო მემკვიდრეობის საკითხები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიმდიდრის გადაცემის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 58უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1388საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ
  • 1487სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება
  • 1321ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა

მეწარმეთა შესახებ

  • 111სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 84სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
  • 91სამკვიდრო მოწმობის გაცემა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 34საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა

ფაქტორინგის შესახებ

  • 23შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13881487132118²8491534358341112357
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026