1.კომისია შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არა უმეტეს 3 წევრი ს აგან, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგა ნ ოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – დამატებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისაგან.
1¹.ქ. თბილისში კომისია შედგება აგრეთვე ქ. თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან.
2.კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით. კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 11-ს და უნდა იყოს კენტი.
3.კომისიის წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოთა წარდგინებით, ხოლო კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. კომისიის წევრის, კომისიის თავმჯდომარის და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთხელ.
4.პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
5.ქ. თბილისში კომისიის წევრის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებულება №11 - სსმ III, №6, 16.01.2008 წ., მუხ.70 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 აპრილის ბრძანებულება №194 - სსმ III, №58, 16.04.2008 წ., მუხ.667 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №46 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.68 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანებულება №456 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1106 საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანებულება № 328 - ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება №858 - ვებგვერდი, 19.09.2012წ.

