Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 199

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საბაჟო და აქციზიექსპორტის ლიცენზირებაიმპორტის ლიცენზირებატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისამთო მოპოვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით; გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად; დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის; დ.გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის; დ.გ 1 ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი; დ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00  კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00  კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი; დ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისთვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი; ვ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი; ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ი ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი; თ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში; ი) 2028 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი; კ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ღ“ და „ძ“–„ჯ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და იმავე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა; კ 1 ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა; კ 2 ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა; ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებით შემოტანისა) საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება; მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები ; ნ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი; პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 90 510 00, 2207 10 000 00, 2501 00 310 00, 2501 00 510 00, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526 20 000 00), 6805 20 000 00 და 6805 30 000 09 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი; ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები; რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად); ს) საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საქონელი იმავე კოდექსით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შენიშვნა:

1.თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი ან საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმლის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „დ.გ“, „დ.ვ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2.ამ მუხლის „დ.გ“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზურ საქონელზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3.ამ მუხლის „დ.გ“ და „დ.გ 1 “ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4470- ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4720 - ვებგვერდი, 10.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1046 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1447 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2952 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 10 დეკემბრის კანონი №5444 – ვებგვერდი, 13.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. კარი IX ადგილობრივი გადასახადი თავი XXIX ქონების გადასახადი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 24

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2023
  4. 4 ივლ. 2023
  5. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  6. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017

    199-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, როდის ითვლება საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის განუკუთვნილად და რას ნიშნავს ერთჯერადი იმპორტი: საჰაერო ტრანსპორტით 1 კალენდარულ დღეში, სხვა შემთხვევაში 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს 1 შემთხვევა.

  7. 28 დეკ. 2021
  8. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  9. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    199-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლზე, ხოლო დაემატა „ს“ ქვეპუნქტი საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საქონლის გათავისუფლების შესახებ.

  10. 13 დეკ. 2019
  11. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    შენიშვნა ორპუნქტიან ნორმად ჩამოყალიბდა: 1-ლი პუნქტი ზღვრული ოდენობის ფარგლებში გათავისუფლების წესს ავრცელებს ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელზე, 3824 90 980 01 კოდის საქონელზე და „დ.გ“ ქვეპუნქტზე, ხოლო ახალი მე-2 პუნქტი აქციზურ საქონელზე შეღავათის უფლებას 18 წლის ასაკს უკავშირებს.

  12. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
  13. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2014
  14. 30 დეკ. 2013

    199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში გათავისუფლებული იმპორტის ობიექტებს დაემატა თამბაქოს ნაწარმი თამბაქოს ნედლეულთან ერთად; ვადა — 2015 წლის 1 იანვარი — უცვლელია.

  15. 16 ოქტ. 2013

    199-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის წესი პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ფიცის მომენტიდან ამოქმედების დათქმა, ხოლო „ი“ ქვეპუნქტში თამბაქოს ნედლეულის გათავისუფლება 2015 წლის 1 იანვრამდეა და თამბაქოს ნაწარმის მითითება ამოღებულია.

  16. 23 სექ. 2013

    199-ე მუხლს დაემატა „ბ“ ქვეპუნქტი გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის გათავისუფლების შესახებ; „გ“ ქვეპუნქტი უცვლელია.

  17. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ვადები გაიყო: ნედლეულისთვის 2014 წლის 1 იანვარი, ნაწარმისთვის 2013 წლის 1 ივლისი.

  18. 22 ივნ. 2012
  19. 29 მაი. 2012

    199-ე მუხლს დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომლითაც იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება 1994 წლის თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოში წარმოშობილი და იქიდან შემოტანილი საქონელი, გადაადგილების მარშრუტის მიუხედავად.

  20. 30 აპრ. 2012

    199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტს დაემატა ფინანსთა მინისტრის უფლება, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები.

  21. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში თამბაქოს ნაწარმის ან ნედლეულის იმპორტის გათავისუფლების ბოლო თარიღი 2012 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გადაიწია.

  22. 28 ივნ. 2011

    199-ე მუხლში შეიცვალა „დ.ა“ ქვეპუნქტის კვების პროდუქტების ჯგუფები, სიგარეტის ოდენობა „დ.გ“-ში 400 ღერია, „დ.ვ“ და „ო“ საფოსტო გზავნილებს თამბაქოსა და ალკოჰოლსაც მოიცავს და დაემატა შენიშვნა.

  23. 10 ივნ. 2011

    199-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში საწვავის, საპოხისა და დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი შეიცვალა სიტყვით „საქონელი“.

  24. 1 აპრ. 2011

    199-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში ამოღებულია „საავიაციო“, ამიტომ იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება ეხება საერთაშორისო რეისებისთვის ბორტზე მისაწოდებელი „საწვავის“ იმპორტს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 198შემდეგი მუხლი 200

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტის კვოტები და სატარიფო რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან (DCFTA)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 24 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 41 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 107მუხლი 107მუხლი 173საქართველოს საბაჟო… 107

მიუთითებენ მასზე

მუხლი 194მუხლი 309მუხლი 310

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 194აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 190მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანა
  • 186ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა
  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 9გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 77² (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 9თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91010717319410730931082111¹⁵…77² (…107190186207199
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026