საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 279². ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი დაგვიანებული დღისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

2.ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი შემდგომი განმეორებისთვის 20 000 ლარის ოდენობით.

4.ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა − იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ამ ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ჯამური თანხა თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

5.პირს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ შესაბამისი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მათ შორის, თუ გამოვლინდება, რომ პირს არ აქვს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2138 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი დაგვიანებული დღისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. 2. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი შემდგომი განმეორებისთვის 20 000 ლარის ოდენობით. 4. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა − იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ამ ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ჯამური თანხა თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 5. პირს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ შესაბამისი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მათ შორის, თუ გამოვლინდება, რომ პირს არ აქვს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2138 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №194 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164⁴279¹2792743241³10¹ (…178367479101279²
მნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს საგადასახა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა