სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის საკითხებზე, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე; ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) შესრულებული (შესასრულებელი) ოპერაციებისა და არსებული ფულადი სახსრების შესამოწმებლად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაუშვებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე; ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) გასულ საანგარიშო პერიოდში შესრულებული ოპერაციებისა და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ მონაცემების წარუდგენლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ას ოთხმოც ლარამდე; ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებიდან (მათ შორის სავალუტო ანგარიშიდან) ფულადი სახსრების გაცემის, გადარიცხვისა და ჩამოწერის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი №416 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, თებერვალი, 1994 წ., მუხ.287 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 164⁴. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №88 · ძალაშია 29 მაი. 2000-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 1984 – 28 თებ. 1994 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 24 დეკ. 1998
164⁴ მუხლის ოთხივე შემადგენლობისთვის ჯერადი ჯარიმები შეიცვალა ლარში გამოხატული ზღვრებით, განმეორებითი ქმედების ცალკე სანქციის გარეშე.
ახალი 164⁴ მუხლი აწესებს სანქციებს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნებისა და ბანკების მიერ საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობის დარღვევაზე.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი
კერძო აღმასრულებელი
კონსულტაცია: ₾100

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
ნესტან ანანიძე
სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

