Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 46¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 46¹. საჯარო გადაწყვეტილება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.

2.დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ითვლება, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.

3.საჯარო გადაწყვეტილება (მათ შორის, გადაწყვეტილება საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ) ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4.საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან, მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით. ამ გადაწყვეტილების გამოყენება საგადასახადო ორგანოსთვის სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან.

5.საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.

6.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.

7.თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

8.თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.

9.საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №81 · ძალაშია 1 იან. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2014
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 47წინასწარი გადაწყვეტილება
  • 2საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა
  • 296ზოგადი დებულებანი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 15 (დანართი 1)საჯარო გადაწყვეტილება
  • 14 (დანართი 1)დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება
  • 15¹ (დანართი 1)საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 17განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 116უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 94უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 41¹გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 11მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41¹47229615 (დ…14 (დ…15¹ (…1811941161746¹
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026