გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 15 (დანართი 1). საჯარო გადაწყვეტილება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის  საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.

2.საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს: ა) ყველა ან გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა მიმართ ან/და ბ) ყველა ან გარკვეული კატეგორიის სამეურნეო ოპერაციების მიმართ ან/და გ) გარკვეული კატეგორიის დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიმართ.

3.საჯარო გადაწყვეტილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

4.შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული საჯარო გადაწყვეტილების პროექტი განსახილველად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

6.დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.

7.საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

8.საჯარო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით.

9.საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.

10.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.

11.საჯარო გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, როგორც იყო გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება.

12.თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

13.თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის ბრძანება N199 – ვებგვერდი, 30.06.2015წ. თავი IV 1 საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნა და საჯაროდ გავრცელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის  საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ. 2. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს: ა) ყველა ან გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა მიმართ ან/და ბ) ყველა ან გარკვეული კატეგორიის სამეურნეო ოპერაციების მიმართ ან/და გ) გარკვეული კატეგორიის დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიმართ. 3. საჯარო გადაწყვეტილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 4. შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული საჯარო გადაწყვეტილების პროექტი განსახილველად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება. 7. საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან. 8. საჯარო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით. 9. საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება. 10. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება. 11. საჯარო გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, როგორც იყო გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება. 12. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა. 13. თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის ბრძანება N199 – ვებგვერდი, 30.06.2015წ. თავი IV 1 საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნა და საჯაროდ გავრცელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1314231546¹47214 (დ…15¹ (…22172415 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო სამართლის იურიდ…შემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა