Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 14 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

2.თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge)  ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება არ არის სავალდებულო, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და მისთვის დოკუმენტის გაგზავნა/წარდგენა ვერ ხერხდება.

4.იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ: ა) პირი ფიზიკური პირია (მათ შორის, არარეზიდენტი ფიზიკური პირია) და მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან საქართველოში არ გააჩნია მისამართი; ბ) პირი იურიდიული პირია (მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირია) და საქართველოში არ გააჩნია იურიდიული მისამართი.

5.ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი.

6.საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

7.დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).

8.საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საჯაროდ გავრცელებაც განხორციელდა სამსახურის ან/და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს შესაბამისი ვებგვერდიდან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც პირი ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას – შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №573 – ვებგვერდი, 15.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №378 - ვებგვერდი, 19.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.12.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №267 - ვებგვერდი, 06.08.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №348 · ძალაშია 6 აგვ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 ოქტ. 2023 – 2 ნოე. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 15 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
  • 15¹ (დანართი 1)საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი
  • 11 (დანართი 1)ელექტრონული რეგისტრაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება
  • 39საგადასახადო საიდუმლოება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 116საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 12საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა
  • 11საბაჟო საიდუმლოება
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 78საჯარო შეტყობინება

მეწარმეთა შესახებ

  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1167844703910 (დ…15¹ (…11 (დ…1211131314 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026