1.საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების – შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო) გადაწყვეტილება შეიძლება მომჩივანს გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან გავრცელდეს საჯაროდ.
2.შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის შემოსავლების სამსახური, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
3.შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მომჩივანს ელექტრონულად ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.
4.შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ფორმით გადასცემს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
6.იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი არარეზიდენტი ფიზიკური პირია და არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, მის მიმართ მიღებული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება საჯაროდ გავრცელებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.
7.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა ამ მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.rs.ge ) განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს ვებგვერდიდან, თუ მომჩივანი ფიზიკური პირია, რომელიც წერილობითი განცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ გადაწყვეტილებას.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების წაშლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიმართავს დავების განხილვის საბჭოს აპარატი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 07.01.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №267 - ვებგვერდი, 06.08.2024წ. თავი V. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.07.2021წ.

