საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 17. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.

2.გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.

3.განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია: ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება; ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

4.საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას. თუ გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან 3 წელი არ არის გასული, საბაჟო ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას.

5.გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, აგრეთვე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები. 2. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია: ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება; ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადდეს. 4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას. თუ გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან 3 წელი არ არის გასული, საბაჟო ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას. 5. გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, აგრეთვე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹⁰4746¹4315 (დ…17 (დ…19 (დ…71612191717
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…ინტელექტუალურ საკუთრებ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა