1.უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული კომიტეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ 2 კვირის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი განხილული და მიღებული უნდა იქნეს უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
4.დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.
