შს ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც სწავლობენ სასწავლებლებში დაუსწრებელ და საღამოს სწავლების ფორმაზე, უწესდებათ შეღავათები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ფეხმძიმე ქალები და ქალები შს ორგანოს რიგებიდან, აგრეთვე მამები – შს ორგანოს თანამშრომლები, დედის გარეშე ბავშვების აღმზრდელნი (დედის სიკვდილის შემდეგ, მშობლის უფლების ჩამორთმევით, ხანგრძლივი სამკურნალოდ მყოფნი და სხვა შემთხვევებში, როცა ბავშვი დედის მზრუნველობას მოკლებულია), სარგებლობენ ყველა იმ უფლებით და შეღავათით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. შს ორგანოს თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის წამლებითაც) შს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში. შს ორგანოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატებსა და შსს სისტემის ტურისტულ ბაზებში ფასიანი სანატორიულ-კურორტული მკურნალობის უფლება, რისთვისაც შს ორგანოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს (ცოლი, ქმარი, არასრულწლოვანი შვილები) უნაზღაურდებათ საგზურის ღირებულება 50 პროცენტის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შს ორგანოს თანამშრომელს ვერ უზრუნველყოფენ სანატორიულ-კურორტული მკურნალობით შსს სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში, მას შეუძლია შეიძინოს შეღავათებით სხვა უწყების საგზური შს სამინისტროს ხარჯზე. შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით. შს ორგანოს თანამშრომელი ყველა სახის ტრანსპორტით მგზავრობისას, მივლინებებისას, აგრეთვე შვებულების დროს სარგებლობს ურიგოდ ბილეთების შეძენის უფლებით. სამსახურიდან ავადმყოფობის, ხანდაზმულობის, გაუარესებული ჯანმრთელობისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილ თანამშრომლებს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად დაღუპულ ან გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ სამინისტროს სისტემაში 10 კალენდარული წლის სამსახურის სტაჟი, უფლება აქვთ უსასყიდლოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ან საბაღე მეურნეობისათვის ქალაქის ტიპის დასახლებაში – 0,1 ჰა და სოფლად – 0,25 ჰა თითო ოჯახზე. შს ორგანოს თანამშრომლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირას, კომუნალურ (ელექტროენერგია, გაზი, გათბობა, წყალმომარაგება და სხვ.) და სატელეფონო გადასახდელს 50 პროცენტის ოდენობით, მიუხედავად საცხოვრებელი ბინის კუთვნილებისა. დანარჩენ სხვა შეღავათებს, გარანტიებსა და კომპენსაციებს ადგენენ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. შს ორგანოს თანამშრომლის შვილებს ეძლევათ ადგილები ბავშვთა ბაღებში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), სკოლა-ინტერნატებსა და საზაფხულო-გამაჯანსაღებელ ბანაკებში განცხადების შეტანიდან 3 თვის ვადაში შეღავათიანი პირობებით, აღნიშნული დაწესებულებების უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 57. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4
- არსებითი გადაწყვეტილება (T1)
სამსახურებრივი ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამსახურებრივ ბრძანებათა ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის შესაფასებლად უნდა დადგინდეს, როდის გაეცნო მოხელე სადავო ბრძანებას და მის საფუძვლებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საშტატო განრიგის დამტკიცება თავისთავად არ ადასტურებს კონკრეტულ დანაყოფში შტატების რეალურ შემცირებას. სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
- საკასაციო არსებითი (T2)
პოლიციის თანამშრომლის კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და ფულადი მოთხოვნები
მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დააკისრა, ხოლო გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობაზე უარი თქვა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის საფუძვლებს და უარი თქვა მის განსახილველად დაშვებაზე.
- საკასაციო არსებითი (T2)
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული პოლიციელის მკურნალობის ხარჯებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პოლიციელის მკურნალობის ხარჯებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მკურნალობასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო სახელფასო დავალიანების მოთხოვნაზე უარი თქვა; სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული ნაწილი უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. სამინისტროს საჩივარს განსახილველად დაშვებაზე უარი ეთქვა.
- საკასაციო არსებითი (T2)
ვეტერანებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გამოყოფა
მოსარჩელეები თბილისის მერიისგან ინდივიდუალური სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გამოყოფას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვეტერანებისთვის დადგენილი შეღავათი არ გულისხმობდა მისი უპირობოდ გამოყენების უფლებას და საჭიროებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურას. სასამართლოს თანახმად, ასეთი პროცედურის არარსებობა არ აუქმებდა თავად შეღავათს, თუმცა მერიას მოთხოვნის შესრულების სამართლებრივ შესაძლებლობას არ აძლევდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარმყოფელი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

