Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 27

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 27. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პერსონალის უფლებებისპორტსმენის წარმომადგენლობათავდაცვის შესყიდვებიკომპენსაცია და შეღავათები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2.მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სავალდებულოა. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.

3.მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.

4.მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

5.მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) დადგენილი წესით განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა); გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრულ, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს.

6.მოსამსახურეს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.

7.მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული წოდებრივი სარგო და დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს.

8.მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო და დანამატი ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

9.მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

10.მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

11.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

12.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.

13.მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

14.სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

15.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები, რომლებიც ამ კოდექსით გათვალისწინებული არ არის.

16.მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სრულად აუნაზღაურდება.

17.ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-14 ნაწილებისა) მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სავალდებულოა. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. 3. მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. 4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. 5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) დადგენილი წესით განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა); გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრულ, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს. 6. მოსამსახურეს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. 7. მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული წოდებრივი სარგო და დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. 8. მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო და დანამატი ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. 10. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. 13. მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 14. სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები, რომლებიც ამ კოდექსით გათვალისწინებული არ არის. 16. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სრულად აუნაზღაურდება. 17. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-14 ნაწილებისა) მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვეტერანთა შეღავათებისერვისის გვერდი
  • მორაგბეთა ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი
  • სოციალური დაცვის შეღავათებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 25მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა
  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები
  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
  • 50მოსამსახურის შვებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 22სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

პოლიციის შესახებ

  • 49პოლიციელის სოციალური დაცვა

თავდაცვის კოდექსი

  • 149მატერიალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²⁸აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁸11¹³1722494140616350149112527
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026