თავდაცვის კოდექსი

მუხლი 73. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამსახურში და იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში არსებული შრომის ანაზღაურება; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები.

2.(ამოღებულია - 10.12.2025, №1202).

3.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით.

4.სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

5.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

6.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე მეტია.

7.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1202 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამსახურში და იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში არსებული შრომის ანაზღაურება; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. 2. (ამოღებულია - 10.12.2025, №1202). 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. 4. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და  დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან. 5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე მეტია. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1202 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 16 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 73-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულია: სამსახურში გაწვეული ან სამსახურდამთავრებული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსების შესაძლებლობის ნორმა კოდექსში აღარ არის.

  2. პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-6 ნაწილში საჯარო სამსახურის ანაზღაურება დაკონკრეტდა „შრომის ანაზღაურებად“ საჯარო სამსახურისა და საჯარო დაწესებულების მითითებით, ხოლო ახალი მე-7 ნაწილით შესაბამის სუბიექტს დაეკისრა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³11¹³7323²30¹35731866675641452773
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა