საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ინიშნებიან შს ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე, ენიჭებათ შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) რიგით შემადგენლობა – პოლიციის რიგითი, პოლიციის უმცროსი სერჟანტი, პოლიციის სერჟანტი, პოლიციის უფროსი სერჟანტი, პოლიციის ზემდეგი; ბ) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა – პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, პოლიციის ლეიტენანტი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, პოლიციის კაპიტანი; გ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობა – პოლიციის მაიორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, პოლიციის პოლკოვნიკი; დ) უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა – პოლიციის გენერალ-მაიორი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი. შს ორგანოს შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“ ან „თადარიგის“.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 6. სპეციალური წოდება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

