საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 61. შს ორგანოს თანამშრომლების ასაკობრივი შუზღუდვა

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ შს ორგანოებში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით. შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებანი, შეუძლიათ იმსახურონ შს ორგანოებში შემდეგი ასაკის მიღწევამდე: ა) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციის კაპიტანი – 50 წელი (თადარიგი); 55 წელი – გადადგომით; ბ) პოლიციის მაიორი – პოლიციის პოლკოვნიკი – 55 წელი (თადარიგი); 60 წელი – გადადგომით; შს ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც მიაღწიეს ზღვრულ ასაკს, აღნიშნული მუხლით ექვემდებარებიან დათხოვნას, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დებულებით. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი ატესტაციისა და დადებითი სამედიცინო დასკვნისას , შს მინისტრის ნებართვით პოლიციის პოლკოვნიკის სპეცწოდების მქონე შს ორგანოს თანამშრომელს, მისი თანხმობით, შეუძლია გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს შს ორგანოს თანამშრომლის დათხოვნის შესაძლებლობას აღნიშნული დებულებით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    დათხოვნისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის თანამშრომლის დათხოვნისა და მის კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანებების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანოს არ შეეძლო სასამართლოში მიმდინარე იმავე დავის ფაქტობრივად გადაწყვეტა ახალი აქტით და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტის შესწორებით აღდგენა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სამსახურში აღდგენის საწინააღმდეგოდ სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია შესაბამისი სამსახურების ფუნქციური იდენტურობის შესახებ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებული უარის ბათილად ცნობა და ნამსახურობის განსაზღვრა

    დავა შეეხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უარის ბათილობასა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის განსაზღვრას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის დასკვნებზე მითითება სააპელაციო სასამართლოს არ ათავისუფლებს საჩივრის ძირითადი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეფასებისაგან. მან გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რათა გამოიკვლიონ სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებისა და მოსარჩელეზე შესაბამისი კანონის გავრცელების გარემოებები.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის დათხოვნის ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის დათხოვნის დამოუკიდებელი საფუძველია რეორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა შტატები. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პოლიციის შესახებ კანონი, როგორც სპეციალური კანონი. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ფულადი ატესტატის გაცემა და პენსიაზე გასვლისას კომპენსაცია

    დავა შეეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსგან განაცდური ხელფასის, ფულადი ატესტატისა და პენსიაზე გასვლისას კომპენსაციის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ხელფასისა და ატესტატის მოთხოვნაზე უარი, რადგან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე აღარ დასაქმებულა და განკარგულებაში ყოფნის პერიოდის თანხა ანაზღაურებული იყო. კომპენსაციის ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ დათხოვნისას მოქმედი ნორმის შემდგომი შეჩერება თავისთავად ვერ გაამართლებს მოთხოვნაზე უარს. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს პენსიის მიღების უფლებით დათხოვნისა და შესაბამისი შეღავათის მიღების საფუძველი.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    წელთა ნამსახურობის პენსიაზე დანამატის დანიშვნა და მიუღებელი თანხის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის წელთა ნამსახურობის პენსიაზე დანამატის დანიშვნისა და წარსული პერიოდის თანხის გადახდის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი ნორმით უმუშევარი პენსიონერისთვის დანამატის დანიშვნა კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევას უკავშირდება. პალატის თანახმად, მოსარჩელეს ამ ასაკისთვის არ მიუღწევია; მას არც შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის ზღვრული ასაკისთვის მიუღწევია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, ახალი გადაწყვეტილებით კი სარჩელზე უარი თქვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
614²⁵10¹101613²2 (მე…543526791661
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისამხედრო პოლიციის თანა…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…