საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

მუხლი 16. სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არაუმეტეს 40 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 3 წლის გამოცდილება.

3¹.სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 60 წელი; ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 65 წელი.

3².სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს საკუთარი სურვილით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა შესაბამისი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, კერძოდ: ა) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსს − სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით; ბ) სამსახურის სხვა თანამშრომელს − სამსახურის უფროსის თანხმობით.

4.სამსახურში მიღება, სამსახურიდან განთავისუფლება (დათხოვნა) და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1802 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არაუმეტეს 40 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 3 წლის გამოცდილება. 3 1 . სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 60 წელი; ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 65 წელი. 3 2 . სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს საკუთარი სურვილით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა შესაბამისი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, კერძოდ: ა) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსს − სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით; ბ) სამსახურის სხვა თანამშრომელს − სამსახურის უფროსის თანხმობით. 4. სამსახურში მიღება, სამსახურიდან განთავისუფლება (დათხოვნა) და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1802 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 30 ივნ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში მიღების ასაკობრივი დიაპაზონი 21–35-დან 18–40 წლამდე შეიცვალა; მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატა 3¹ პუნქტი ზღვრული ასაკის (60 და 65 წელი) და 3² პუნქტი სამსახურის ვადის 5 წლამდე გაგრძელების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³102 (მე…13²372927543577161116
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სამხედრო პოლიციის თანა…დანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა