1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;
ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
ზ) შტატების შემცირებისას;
თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას;
ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;
პ) საპენსიო ასაკის გამო.
3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;დ) თანამშრომლის გარდაცვალება.2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;ზ) შტატების შემცირებისას;თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას;ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;პ) საპენსიო ასაკის გამო.3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №27 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2024 – 1 იან. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში დათხოვნის ფორმულირება გახდა „შეიძლება დათხოვნილ იქნეს“, შესწორდა „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების ტექსტი და დაემატა დათხოვნის ახალი საფუძველი — „პ“ საპენსიო ასაკი.
დათხოვნის საფუძვლების ჩამონათვალში შეიცვალა „ი“ ქვეპუნქტის ფორმულირება, „ლ“ ქვეპუნქტს დაემატა პირადი პატაკი და დაემატა ახალი „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები. მე-3 პუნქტს დაემატა სამსახურის შეწყვეტისას პირადი შემადგენლობიდან ამორიცხვის წესი.
1-ლი პუნქტის „გ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებში ტერმინოლოგია შეიცვალა (კონტრაქტი, სპეციალური სამსახური), ხოლო დათხოვნის საფუძვლებს დაემატა „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…დანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამსახურის შესა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა