1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თანამდებობაზე დასანიშნი მოსამსახურეების შერჩევა შეიძლება განხორციელდეს კონკურსის საფუძველზე.
2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა შეიძლება უზრუნველყონ მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარება.
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 აპრილის ბრძანებულება №213 - სსმ III, №52, 29.04.2009წ., მუხ.606

