საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8. შს ორგანოებში სამსახურში მიღების წესი

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შს ორგანოებში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. სამინისტროს სისტემაში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ შს ორგანოებიდან და ახლად იწყებენ სამსახურს, ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ დებულების 61-ე მუხლის მოთხოვნებით. შს ორგანოების რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. შს ორგანოების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. შს ორგანოების თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება ფორმდება შსს ნომენკლატურული ბრძანების შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 აპრილის ბრძანებულება  №286 - სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.789 საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება  №333 - სსმ III, №73, 01.06.2006წ., მუხ.905

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    საგანგებო ლეგიონში სამსახურში მიღების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნა

    მოსარჩელე ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში სამსახურში მიღების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ომის ინვალიდთა დასაქმების ჯავშნის მიუხედავად, პოლიციაში მიღებისას გასათვალისწინებელია სამსახურისთვის დადგენილი ჯანმრთელობის მოთხოვნებიც. სასამართლომ ასევე გამიჯნა ადრე დათხოვნილი პირის ხელახლა მიღების ასაკობრივი წესი ჯანმრთელობის საფუძვლით დათხოვნის წესისგან. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³10162 (მე…37292745187726118
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ფინანსთა ს…სამხედრო პოლიციის თანა…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…