Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების შესახებმუხლი 45¹

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 45¹. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტოკენ შეთავაზებებიტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიკერძო განთავსებასაჯარო შეთავაზება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის მიერ ინიცი ი რებისა და მისი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2.ქონების მმართველი განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3.ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, ქონების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

4.საქართველოს მთავრობა ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის: ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები); ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო თანხა) და ანგარიშსწორების წესი და პირობები; გ) ქონების მმართველის დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად ქონების მმართველი განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.

5.საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქონების მმართველი განსაზღვრავს პრივატიზების კონკრეტულ პირობებს, რომლ ებ იც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

6.სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).

7.წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება/ ხელშეკრულებები იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 45²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოკენის შეთავაზების შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • STO შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟაზე ტოკენის ლისტინგის მხარდაჭერა (CEX და DEX)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №63

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 42წილებისა და აქციების პრივატიზება
  • 45წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 41წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 126¹თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემუ
  • 118¹თბილისის ქონების პრივატიზების წესი
  • 115მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 29აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი
  • 30წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება
  • 27წილებისა და აქციების პრივატიზება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6—
  • 12—
  • 6¹სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6126¹424541126¹118¹11529302745¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების პრი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026