საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 96. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი მიიჩნევა სახელმწიფო ტყედ, რომლის საზღვრები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით.

2.ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება. ტერიტორიისთვის სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭება არ იწვევს ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის  მანამდე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ან მისი პირობების შეცვლას. სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების ფარგლებში ამ კოდექსის ამოქმედებამდე ამორიცხულ ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის სტატუსის შეწყვეტის ის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გახდა მისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

3.(ამოღებულია - 24.06.2026, №1772);

4.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა შექმნას ამ კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია და უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება.

5.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს საქართველოს ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი, ამ კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

6.სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებმა 2021 წლის 1 იანვრამდე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

7.ტყის მართვის ორგანომ საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს ამ კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა რაოდენობის ზრდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ტყეში არაუმეტეს 3500 ჰა-ზე არანაკლებ 1 პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. თავი XXIII დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
315¹671546355 (და…9122283149596
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სახელმწიფო ქონების შეს…საჯარო რეესტრის შესახე…სატყეო მეურნეობის მართ…ფიზიკური და კერძო სამა…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა