Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 12

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 12. ტყის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობა, რომელიც შემუშავდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისა და მისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4.სამინისტრო კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, ამ მუხლის შესაბამისად ამზადებს და ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას წარუდგენს შუამდგომლობას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ეს ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.

5.თუ კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ამ ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყით დაფარულია სულ მცირე 5 ჰა ფართობი და ტყის შემქმნელი სახეობების საშუალო ხნოვანება 20 წელია.

6.თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის კერძო მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მინიჭება მის მიმართ შეუსაბამო სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოშობს, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას ქმნის მინისტრი. აღნიშნული კომისიის უფლებამოსილებები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობა, რომელიც შემუშავდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისა და მისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. 4. სამინისტრო კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, ამ მუხლის შესაბამისად ამზადებს და ტყის სტატუსის განმსაზღვრელიგანმსაზღვრელ კომისიისკომისიას დასკვნისწარუდგენს საფუძველზეშუამდგომლობას შემუშავებულიკერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებშესახებ. საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ეს ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს. 5. თუ კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ამ ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყით დაფარულია სულ მცირე 5 ჰა ფართობი და ტყის შემქმნელი სახეობების საშუალო ხნოვანება 20 წელია. 6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის კერძო მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მინიჭება მის მიმართ შეუსაბამო სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოშობს, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას ქმნის მინისტრი. აღნიშნული კომისიის უფლებამოსილებები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №8

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-07-01
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 96მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 13ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება
  • 5ტყეზე საკუთრების უფლება
  • 96კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 17აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება
  • 12ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა
  • 8ხე-ტყის დამზადება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 3სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 122სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15¹ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

  • 1—

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31315¹4617128969813512212
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სახელმწიფო ქონების შეს…სატყეო მეურნეობის მართ…სახელმწიფო საკუთრებაში…კანონი საქართველოს საბ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026