Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 12

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 12. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:მართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:124567

1.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ: ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; დ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს; ე) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი.

2.როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა , ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული , შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ არსებობს შემდეგი პირობები : ა ) დანაშაული , რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა , დასჯადია როგორც შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს , ისე საქართველოს კანონმდებლობით ; ბ ) დანაშაული , რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია ; გ ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას . „3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ: ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა; ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის; გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა; დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას.

4.საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას.

5.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები.

7.საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. მუხლი 12 1 . ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა 1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით).

2.ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ: ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; დ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს; ე) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი. 2. როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა ,ჩხრეკა, ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ,გათვალისწინებული, შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ,შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი პირობები : ა )პირობები: დანაშაულია) ,დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ,აღმოჩენა, დასჯადია როგორც შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს ,სახელმწიფოს, ისე საქართველოს კანონმდებლობით ; ბ )კანონმდებლობით; დანაშაულიბ) ,დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ,აღმოჩენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ,შესაბამისად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია ; გდანაშაულია; )გ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას .კანონმდებლობას. 3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად ,ჩასატარებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე , თუ :შესრულებაზე, ათუ: )ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა ; ბთანახმა; )ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის ; გგანხორციელებისათვის; )გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა ; დყოფნა; )დ) არსებობს სხვა გარემოებები ,გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას .გადაცემას. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე ,აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას .“;სამართალწარმოებას.“; 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს , ამასთანავესახელმწიფოს, ,ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები .მიზეზები. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე -6მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან / დაან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად .უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. მუხლი 12 1 . ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა 1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით). 2. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა (მუხლი 364)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56⁶ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 6სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა
  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 64უარი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება
  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 32—
  • 5—

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 18უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე
  • 17სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 21თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 105გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1817105646362201956⁶6113252112
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025