Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 56⁶

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 56⁶. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სამოქალაქო აღდგენა და კომპენსაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს; ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარება არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც გაამართლებდა მის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას; დ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველო პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს; ე) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა შეეწინააღმდეგებოდა პრინციპს Non bis in idem; ვ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც არ ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს; ზ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დახმარების აღმოჩენის შედეგად პირი შესაძლოა აღმოჩნდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა, მსგავსი გარემოების გამო; თ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

2.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების აღმოჩენა ასევე არ მოხდება, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება და ისეთი დანაშაულის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ ექნებოდათ შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში ამგვარი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.

3.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე ასევე არ მოხდება, თუ: ა) იმ დანაშაულისათვის, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რაც პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან; ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოო არ არის; გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება პირის დაუსწრებლად გამოიტანა და ამ დროს პირი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის მინიმალური უფლებით; დ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევას.

4.ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 56⁵შემდეგი მუხლი 56⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აკრძალვის საქმეების დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56²

მიუთითებენ მასზე

მუხლი 56⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 12სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 56³ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 64უარი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება
  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 21თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 26სასამართლოს შუამდგომლობა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 32—

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 9უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 17ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2902664636256⁵56²1256³329211756⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025