Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებმუხლი 3 (დანართი 2)

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 2). კვალიფიკაციათა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

აღმწერი 1. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა აღმწერით განისაზღვრება შესაბამის საფეხურზე მისაღწევი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების დონე, რაც მოიცავს ექვს კრიტერიუმს: ა) ცოდნა და გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გ) დასკვნის უნარი; დ) კომუნიკაციის უნარი; ე) სწავლის უნარი; ვ) ღირებულებები.

2.უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და შესაბამის დარგობრივ დოკუმენტზე დაყრდნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიიდან გამომდინარე, ხორციელდება ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები ს ჩამოყალიბება. საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე სასწავლო კურსისა თუ მოდულის სწავლის შედეგები აღიწერება დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით.

3.უმაღლესი განათლების საფეხურები, სწავლის შედეგების მიხედვით, აღწერილია იერარქიულად. უმაღლესი განათლების ყოველი მომდევნო საფეხური გულისხმობს წინა საფეხურზე მიღებული სწავლის შედეგების საფუძველზე დამატებითი სწავლის შედეგების მიღწევას.

4.უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისა და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლის სწავლის შედეგები დაფუძნებულია სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგებზე.

5.უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს მრავალმხრივი და/ან სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობების (საზღვრების) გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად; გ) დასკვნის უნარი – მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება; დ) კომუნიკაციის უნარი – იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით. თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მრავალმხრივად გამოყენება. უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის წარდგენა; ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში; ვ) ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან თავისი და სხვათა დამოკიდებულების შეფასება და სხვებისთვის გაზიარება.

6.უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; გ) დასკვნის უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება; დ) კომუნიკაციის უნარი – იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება; ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა; ვ) ღირებულებები – ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.

7.უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – აქვს სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება ; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი , ორიგინალური გზებ ი ს ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; გ) დასკვნის უნარი – რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი; დ) კომუნიკაციის უნარი – თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით; ე) სწავლის უნარი – სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე; ვ) ღირებულებები – ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

8.უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია: ა) ცოდნა და გაცნობიერება – დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება; ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში; გ) დასკვნის უნარი – ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება; დ) კომუნიკაციის უნარი – ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე; ე) სწავლის უნარი – უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში; ვ) ღირებულებები – ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

9.კვალიფიკაციის აღმწერი შეიძლება დაზუსტდეს ან დაკონკრეტდეს შესაბამისი დარგობრივი დოკუმენტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 აპრ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2 (დანართი 2)შემდეგი მუხლი 4 (დანართი 2)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 აპრ. 2019 · №46

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კვალიფიკაციათა
  • 3კვალიფიკაციათა აღმწერი
  • 1 (დანართი 2)არსი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 50¹ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარება
  • 46¹მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 10¹პროფესიული განათლების საფეხურები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 2¹ტერმინთა განმარტება
  • 24²ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 16სწავლის შედეგების დადასტურება
  • 6პროფესიული განათლება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

განათლების შესახებ

  • 6სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹650¹46¹2¹24²3 (და…31 (და…16623 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საკვალიფიკაცი…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…პროფესიული განათლების …აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 აპრ. 2019 · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026