Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 25

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 25. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფა

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აკადემიური დავებიუმაღლესი განათლებააკადემიური დისციპლინასტუდენტის უფლებებისასწავლო პროგრამააკადემიური პერსონალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²56

1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

2.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.

3.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

4.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.

4¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

4².უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 4 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეთიკის ტრენინგ პროგრამები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმაღლესი განათლების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უნივერსიტეტის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკადემიური გადაცდომის დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №127

  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 31ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
  • 16უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
  • 27ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 10უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 2)უმაღლესი განათლების სისტემა
  • 3 (დანართი 2)კვალიფიკაციათა
  • 1 (დანართი 2)არსი

პროფესიული განათლების შესახებ

  • 31პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 17სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია
  • 10სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 3განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 60ხარისხის სტანდარტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31171031162732 (და…3 (და…1 (და…601025
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საჯარო სამართლის იურიდ…ეროვნული საკვალიფიკაცი…პროფესიული განათლების …მეცნიერების, ტექნოლოგი…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026