1.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში.
2.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
3.თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო საკონვენციო პრიორიტეტის ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეტანა, მას უფლება აქვს, აღნიშნული განაცხადის მომდევნო 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით.
4.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:
ა) ამის შესახებ მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლა შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, ხოლო თუ ეს ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, იმის მიხედვით, თუ რომელი 16-თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ვადაში;
ბ) საქპატენტში წარადგინოს აღნიშნული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში.
5.პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:
ა) (ამოღებულია);
ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, რომლის უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც აღნიშნული პრიორიტეტი მოითხოვება, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში იქნა შეტანილი. განმცხადებელმა ამ პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა;
გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისთვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
6.განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში.2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო საკონვენციო პრიორიტეტის ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეტანა, მას უფლება აქვს, აღნიშნული განაცხადის მომდევნო 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით.4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:ა) ამის შესახებ მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლა შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, ხოლო თუ ეს ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, იმის მიხედვით, თუ რომელი 16-თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ვადაში;ბ) საქპატენტში წარადგინოს აღნიშნული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში.5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:ა) (ამოღებულია);ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, რომლის უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც აღნიშნული პრიორიტეტი მოითხოვება, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში იქნა შეტანილი. განმცხადებელმა ამ პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა;გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისთვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.6. განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023
მე-4 პუნქტში პრიორიტეტის მითითებისა და დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა გახდა მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვე და დაემატა პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლის წესი. მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ფარავს უფლებამონაცვლის ადრინდელ განაცხადსაც, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მხოლოდ ტერმინოლოგია შეიცვალა.
30-ე მუხლში, „ა“ ქვეპუნქტსა და პრიორიტეტის მოთხოვნის მითითების შესახებ აბზაცში, „პრიორიტეტის დადგენის თარიღიდან“ შეიცვალა „პრიორიტეტის თარიღიდან“; 4 და 16 თვის ვადები უცვლელია.
მე-6 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: პრიორიტეტი განაცხადს არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. ამოღებულია პირობა, რომ ამ განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდა.