ცხოველის ჯიში ითვლება სხვა ცხოველის ჯიშისაგან გამოყვანილად, თუ: ა) იგი გამოყვანილია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის გამოყვანილი საწყისი ჯიშისაგან, და თუ ცხოველთა ამ ჯიშებში ნათლად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები; ამასთანავე, იგი საწყისი ჯიშისაგან ნათლად განსხვავდება ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისებით, რომელიც (რომლებიც) ექვემდებარება აღწერას; ბ) მასში, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობისა, სრულად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
მუხლი 34
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

