1.გამგზავნის მარშრუტის ფორმირებისას , რომელიც მარშრუტის ბირთვისა ( გამგზავნის მარშრუტის ძირითადი ნაწილი ) და მისაბმელი ნაწილისაგან შედგება , ცალკე ზედნადებებით ფორმდება როგორც მარშრუტის ბირთვი , ისე მისაბმელი ნაწილის შემადგენლობაში არსებული ვაგონთა ჯგუფი და მარშრუტის მისაბმელი ნაწილის თითოეული ცალკეული ვაგონი .
2.თუ ცხოველები გადაიზიდება ვაგონთა ჯგუფით გამყოლის თანხლებით , ნებადართულია ერთი ზედნადების გაფორმება .

