ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების , რაოდენობის , სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის , სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად .

2.სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება : ა ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ; ბ ) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები ; გ ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში , კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები ; დ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები ; ე ) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის ( რეგიონის ) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები .

3.ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი , რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში , მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების , რაოდენობის , სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის , სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად . 2. სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება : ა ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ; ბ ) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები ; გ ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში , კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები ; დ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები ; ე ) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის ( რეგიონის ) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები . 3. ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი , რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში , მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 8 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები“ დაზუსტდა როგორც „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1022113871249658422 (დ…128
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…კოლხეთის დაცული ტერიტო…შინაურ ბინადარ ცხოველთ…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა