მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). საკონტროლო შესყიდვის ჩატარების მიზანი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ: ა) საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა; ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის მიზნით საქონლის რეალური სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის აუცილებლობა; გ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა(მათ შორის: მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენა; საგადასახადო ორგანოში გადასახდის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადგენა და სხვ.).

2.საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად გამოიყენება ეროვნული ვალუტა. იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური შემოსავლების დადგენასთან ერთად, საკონტროლო შესყიდვის მიზანია სამართალდარღვევის (საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის) გამოვლენა დაშვებულია უცხოური ვალუტის გამოყენება.

3.საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარ უნდა განისაზღვროს საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთვის სავარაუდოდ საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა და მისი დაფინანსების წყარო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁷62582599511 (დ…12 (დ…15 (დ…123 (და…283710 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა