მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 31 (დანართი 1). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გაფორმება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ” (დანართი №20).

2.დანართი №20-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველი - მე-8 სვეტები ივსება დანართი №16-ისა და დანართი №19-ის დანართის შესაბამისი სვეტების მიხედვით; ბ) მე-9 და მე-10 სვეტებში იწერება ინვენტარიზაციის შედეგი დანაკლისის გამოვლენისას. კერძოდ, იმ სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც მე-5 სვეტშია ასახული, მაგრამ არ არის ასახული მე-7 სვეტში; გ) მე-11 - მე-12 სვეტებში იწერება ინვენტარიზაციის შედეგი აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენისას. კერძოდ, იმ სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც მე-7 სვეტშია ასახული, მაგრამ არ არის ასახული მე-5 სვეტში.

3.იმ შემთხვევაში, როდესაც საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სრულად ვერ მოხდება დანართი №19-ის დანართის შევსება დადგენილ ვადაში, მაშინ დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).

4.დანართი №21-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველი - მე-3 სვეტები ივსება დანართი №16-ის შესაბამისი სვეტების ანალოგიურად; ბ) მე-4 - მე-6 სვეტებში იწერება იმ სმფ-ების რაოდენობა, ერთეულის ფასი (პირვანდელი ღირებულებით) და სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით), რომლებიც სააღრიცხვო დოკუმენტაციაშია აღრიცხული; გ) მე-7 - მე-9 სვეტებში იწერება იმ სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მაგალითად: სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საბაჟო დოკუმენტაციის, შესყიდვის აქტის და ა.შ.) დასახელება, თარიღი, სერია და ნომერი, რომლის საფუძველზეც არის კონკრეტული საქონელი აღრიცხული გადასახადის გადამხდელის მიერ; დ) მე-10 სვეტში იწერება იმ სმფ-ების რაოდენობა, რომლებიც სხვის საკუთრებაშია არსებული და შესანახად მიღების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე არის აღრიცხული; ე) მე-11 სვეტში იწერება აღურიცხველი სმფ-ების რაოდენობა; ვ) მე-6 და მე-11 სვეტების ბოლო სტრიქონზე იწერება ამ სვეტების ჯამი; ზ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-3 - მე-5 და მე-7 - მე-11 სვეტები არ ივსება.

5.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №21-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის შემთხვევაში დანართი №16-ში ფაქტობრივად აღწერილი სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.

6.საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22).

7.დანართი №22 შედგება I და II ცხრილებისგან.

8.დანართი №22-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ - მე-3 სვეტებში იწერება დანართი №20-ის პირველ - მე-3 სვეტების ის მონაცემები, რომლებიც დანართი №20-ის მე-9 სვეტის მიხედვით გამოვლინდა, როგორც სმფ-ების დანაკლისი, ხოლო მე-11 სვეტის მიხედვით გამოვლინდა, როგორც აღურიცხავი სმფ-ები; ბ) მე-4 სვეტში იწერება ერთეულის ფასი (საბაზრო ღირებულებით); გ) მე-5 და მე-6 სვეტებში იწერება სმფ-ების დანაკლისის რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); დ) მე-7 და მე-8 სვეტებში იწერება აღურიცხავი სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); ე) მე-6 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება სმფ-ების დანაკლისის მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); ვ) მე-8 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება აღურიცხავი სმფ-ების მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); ზ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-2 - მე-5 და მე-7 სვეტები არ ივსება.

9.31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დანართი №22-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ - მე-3 სვეტებში იწერება დანართი №21-ის პირველ - მე-3 სვეტების ის მონაცემები, რომლებიც დანართი №21-ის მე-11 სვეტის მიხედვით გამოვლინდა როგორც აღურიცხავი სმფ-ები; ბ) მე-4, მე-7 და მე-8 სვეტებში იწერება აღურიცხავი ერთეულის ფასი (საბაზრო ღირებულებით), სმფ-ების რაოდენობა და სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); გ) მე-8 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება აღურიცხავი სმფ-ების მთლიანი ჯამი (საბაზრო ღირებულებით); დ) ბოლო სტრიქონის „ჯამის“ მე-2 - მე-7 სვეტები არ ივსება.

10.დანართი №22-ის II ცხრილი ივსება მხოლოდ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება დანართი №19-ის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონში ასახული მონაცემი - სმფ-ების ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით); ბ) მე-2 სვეტში იწერება დანართი №21-ის მე-6 სვეტის ჯამი; გ) მე-3 სვეტში იწერება პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა; დ) მე-4 და მე-5 სვეტებში (იმის გათვალისწინებით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, თუ აღურიცხავი სმფ-ები) იწერება პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობის საბაზრო ღირებულება.

11.ოქმებზე ხელს აწერენ პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, ინვენტარიზაციაში მონაწილე პირები, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

12.იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №16-ის, №17-ის, №18-ის, №19-ის, №20-ის და №21-ის შესაბამის ოქმების შევსების შემდეგ, ყველა მასალას გადასცემს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს, რომელიც ამოწმებს სრულად არის თუ არა შევსებული, იმ პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა დანართი №19- ის, №20-ის და №21-ის შესაბამისი ოქმის შევსება.

13.პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების სრულად შევსების შემოწმება ითვალისწინებს, შევსებულია თუ არა: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

14.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №22-ის შესაბამისი ოქმის შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს.

15.საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე და საინვენტარიზაციო კომისიის დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ აღნიშნულ დოკუმენტებს, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარისთვის მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საინვენტარიზაციო კომისიას უფლება აქვს, ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგინოს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით.

16.ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების მიერ ხელმოუწერლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ოქმებში აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს და ოქმები ითვლება ჩაბარებულად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
224714526113628 (დ…30 (დ…31¹ (…27 (დ…53¹ (…52 (დ…14 (დ…31 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საყოველთაო ჯანდაცვაზე …მუზეუმების შესახებსააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა