1.ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
2.თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.
3.აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელის ქონების შეფასების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებისას ამ ქონების განმეორებითი შეფასება სავალდებულო არ არის, თუ სარეალიზაციო ქონების შეფასება სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელდა.
4.სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.3. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელის ქონების შეფასების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებისას ამ ქონების განმეორებითი შეფასება სავალდებულო არ არის, თუ სარეალიზაციო ქონების შეფასება სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელდა.4. სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოსქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 17 მაი. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
მე-2 პუნქტში ქონების შემფასებლად სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად დასახელდა თავად აღსრულების ეროვნული ბიურო.
· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011
მე-2 პუნქტში ქონების შეფასების 1-თვიანი ვადა ჩანაცვლდა ფორმულირებით „რეგისტრაციის შემდეგ“, ხოლო სხვა კომპეტენტურ პირს ბიურო დავალებით იყენებს. დაემატა მე-4 პუნქტი მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესახებ.
47-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით ამ შემთხვევაში განმეორებითი შეფასება სავალდებულო არ არის, თუ ქონება სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში უკვე შეფასდა.
· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
47 მუხლის პირველ პუნქტში ყადაღადადებულ ქონებას აღმასრულებლის მოთხოვნით აფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული, მე-2 პუნქტში კი ფასის აღწერის აქტში მითითება დამოკიდებულია აღწერისას შეფასების შესაძლებლობაზე.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009
მე-2 პუნქტში საბაზრო ფასი ქონების აღწერის აქტში მიეთითება, ერთთვიანი ვადა ყადაღის დადებიდან აითვლება, მხარეთა შეტყობინების წინადადება კი ამოღებულია.
47-ე მუხლს დაემატა ორთვიანი ვადა ქონების შეფასებისთვის იმ შემთხვევაში, როცა აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია.
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…გადასახადების ადმინისტ…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფულის გათეთრებისა და ტ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა