მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 30 (დანართი 1). სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების აღრიცხვა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენისათვის, ინვენტარიზაციის დაწყების დღის მდგომარეობით დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები.

2.სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნით სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს, ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტის ბუღალტერიაში ჩაბარების თაობაზე, აგრეთვე, ყველა მიღებული ფასეულობის შემოსავალში, ხოლო გაცემულის _ გასავალში აღების თაობაზე; ბ) საინვენტარიზაციო უწყისებში შეცდომების აღმოჩენისას (მაგალითად, თუ სმფ-ების დანაკლისი ან მეტობა გამოწვეულია სმფ-ების დასახელებების შეცდომით ჩაწერის, გამოტოვების ან ანგარიშში ჩაუთვლელობის შედეგად), აღნიშნულის თაობაზე საინვენტარიზაციო კომისიას განუცხადოს დალუქული საწყობის გახსნამდე.

3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, პირვანდელი ღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს.

3¹.ამ მუხლის შესაბამისად სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს მიერ მხედველობაში არ მიიღება ინვენტარიზაციის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყებამდე საანგარიშო პერიოდებზე (გარდა ბოლო საანგარიშო პერიოდისა) წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები), რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების შემდეგ.

4.სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).

5.დანართი №19 შედგება I და II ცხრილებისგან.

6.დანართი №19-ის I ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება სმფ-ების საწყისი ნაშთი ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით (პირვანდელი ღირებულებით); გ) მე-3 - მე-6 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე შეძენილი/მიღებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სახეობების მიხედვით. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), საბაჟო დოკუმენტაციებით და სხვა (მაგალითად: შესყიდვის აქტებით, საწარმოო და საბუღალტრო აქტებით, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ასახულია საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიწოდებული აქვს საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე და ა.შ.); დ) მე-7 სვეტში იწერება მე-3 - მე-6 სვეტების ჯამი; ე) მე-8 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ვ) მე-9 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება; ზ) მე-10 სვეტში იწერება მე-8 - მე-9 სვეტების ჯამი; თ)მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონში იწერება სმფ-ის ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით).

7.დანართი №19-ის II ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება კალენდარული თვეები; ბ) მე-2 სვეტში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება; გ) მე-3 - მე-8 სვეტებში იწერება მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ანგარიშწორების სახეობების მიხედვით. კერძოდ, ნაღდი (სსა-ებით, ჩგდ-ებით, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით (მათ შორის სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით), სალაროში ნაღდი ფულის მიღებით) და უნაღდო ანგარიშსწორებით, კონსიგნაციით.

8.დანართი №19-ით გათვალისწინებული „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის“ დანართი ივსება სმფ-ების დასახელებების მიხედვით.

9.საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N54 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №426 - ვებგვერდი, 27.12.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1451365428 (დ…27 (დ…31 (დ…27 (დ…27¹ (…7² (დ…291122830 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა