საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 სამუშაო დღისა.

3.საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას პროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს სრულად, ყველა შემთხვევაზე ან, საჭიროებისამებრ, შერჩევითი პრინციპით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28 .06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება № 147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸36257¹26856¹ (…56² (…75¹⁴ …13 (დ…8 (და…16 (დ…10 (დ…5014 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საჯარო სამართლის იურიდ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა