1.მატერიალური ან არამატერიალური ფორმის აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას (ამოღებას), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა, ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
2.ჩამორთმეული საქონელი ექვემდებარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს განკარგულებაში გადაცემას.
3.ჩამორთმევა (ამოღება) ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი პირების (არანაკლებ ორი პირის) მიერ, რაზედაც დგება ჩამორთმევის ოქმი.
4.უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები, რომლებსაც ბრძანებით ნიშნავს საგადასახადო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
5.საქონლის ჩამორთმევისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მოვალეა იმ პირს, რომლისგანაც ხდება საქონლის ჩამორთმევა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ორგანოს უფროსის ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).
6.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასწრება და საქონლის ჩამორთმევის პროცესში მართლწესრიგის უზრუნველყოფა.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის ჩამორთმევა წარმოებს საქონლის მფლობელსა და დამსწრეთა მონაწილეობით. საქონლის მფლობელისა და დამსწრეთა არყოფნის შემთხვევაშიც საქონელი ექვემდებარება ამოღებას, რაზედაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
8.ჩამორთმეული არანიშანდებული საქონელი აღიწერება ოქმში, რომელშიც აისახება შემდეგი: ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები; გ) საქონლის დასახელება, მოცულობისა და რაოდენობის ჩვენებით და განსაკუთრებული ნიშნების მითითებით; დ) მოპოვებული ინფორმაცია, თუ ვისგან, როდის და რა სახის საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზეა შეძენილი საქონელი; ე) ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) ოქმი წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს ხელმოსაწერ ად.
9.ჩამორთმევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი ბარდება საქონლის მფლობელს.
10.საქონლის ჩამორთმევის (ამოღების) დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არანიშანდებულია ან ნიშანდებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით.
11.კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში ხდება შემოსავლების სამსახურიდან ან შერჩეული პირისგან აქციზური მარკების გამტანი პირის იდენტიფიცირება შემდგომი რეაგირებისათვის.
12.ჩამორთმეულ საქონელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები დროებით შესანახად აბარებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულ საქონელს აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ საწყობებში ჩამორთმევის განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი; ბ) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ჩამორთმევის პროცედურაში მონაწილეთა (როგორც პროცედურის განმახორციელებელ პირთა, ისე მათი, ვის მიმართაც იგი განხორციელდა) სრული რეკვიზიტები; დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო; ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა.
13.საგადასახადო ორგანო ჩამორთმევის ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, დადგენილი წესით, აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება №55 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 27.04.2026წ. თავი XXII აქციზისაგან გათავისუფლება

