1.მალფუჭებად საქონლად ითვლება საქონელი, თუ მისი შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და შენახვის ხარჯების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი დროული რეალიზაცია.
2.მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
3.ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
4.მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ინტერნეტაუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის გზით. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ინტერნეტაუქციონის გზით ხორციელდება ვებგვერდის – www.eauction.ge-ის მეშვეობით. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ი ს 2011 წლის 1 მარტის № 117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03 .2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.

