1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით.
2.თუ ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით ხორციელდება ინტერნეტაუქციონის ჩატარებამდე, მაშინ სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულების ოდენობით.
3.თუ ინტერნეტაუქციონზე არ მოხდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციისას მისი ფასი განისაზღვრება ამ ინტერნეტაუქციონზე მითითებული საწყისი ფასის ოდენობით.
4.საგადასახადო ორგანო ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის პირდაპირი მიყიდვის გზით შეძენის მსურველ პირს აძლევს წერილობით თანხმობას ამ საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რომელიც ვალდებულია თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ხაზინის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს შესაბამისი თანხა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.

