Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 40

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:აქტივების დაბრუნებამოძრავი ქონების გამოთხოვაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებაუძრავი ქონების აუქციონისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7

1.მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. 1 ​ 1 . კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები, აგრეთვე ის ანგარიშები, რომლებზედაც წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღასა და წარდგენილ საინკასო დავალებაზე. 1​ 2 . „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღაზე.

2.ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება.

3.(ამოღებულია).

4.აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღმასრულებელს კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი ნივთები, რასაც აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

5.ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.

6.თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

6¹.(ამოღებულია – 08.05.2012, №6145).

7.(ამოღებულია – 08.05.2012, №6145). საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1904 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1804 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №121 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 მარ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2023 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  2. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  4. 31 დეკ. 2019
  5. 19 ნოე. 2019
  6. 11 იან. 2018

    40-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც კომერციული ბანკის ლიკვიდატორს აძლევს ყადაღადადებული და საინკასო დავალებით დატვირთული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან ეროვნულ ბანკში გადატანის უფლებამოსილებას, ბიუროსა და კერძო აღმასრულებლის ღონისძიებების მიმართ.

  7. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    40-ე მუხლში დაემატა „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც სააღსრულებო ფურცლის გამცემ ნოტარიუსად სხვა მოქმედ ნოტარიუსს ასახელებს პირველი ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტისას.

  8. 17 მაი. 2012

    40-ე მუხლში ამოღებულია 6¹ და მე-7 პუნქტები — ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხვისა და მოგირავნის განცხადებით ყადაღის მოხსნის წესები; ისინი ახალ 40¹ მუხლშია.

  9. 16 იან. 2012

    40-ე მუხლში არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულებისას მოგირავნის განაცხადის ბოლო ვადა ახლა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებაა.

  10. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    დაემატა 6¹ პუნქტი ქონების აქტიდან ამორიცხვის შესახებ კრედიტორის განცხადებით. მე-7 პუნქტში მოგირავნის განაცხადს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისთვის დაუწესდა ზღვარი — რეალიზაციის განკარგულების გამოცემა.

  11. 22 დეკ. 2010

    მე-7 პუნქტში გირავნობის უფლების დამადასტურებელი ამონაწერის მიმღები და ქონების ყადაღისაგან გამათავისუფლებელი ორგანო ახლა აღსრულების ეროვნული ბიუროა და არა აღმასრულებელი; ამოღებულია ყადაღის დადების „დროს“ განაცხადის ვარიანტი და დარჩა მხოლოდ ყადაღის დადების შემდეგ განაცხადი.

  12. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-7 პუნქტში ყადაღისგან გათავისუფლება მოგირავნის განცხადებისა და რეესტრის ამონაწერის წარდგენისას ახლა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებით აღსრულებას უკავშირდება. დანარჩენი ცვლილებები ფორმულირების ხასიათისაა.

  13. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    40-ე მუხლში ყადაღადადებული ფულისთვის დაწესდა დაუყოვნებლივ ანგარიშზე შეტანა, ფასიანი ქაღალდები და ძვირფასეულობა კი დაცულ სათავსში ინახება.

  14. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    40-ე მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა, რომ აკრძალვა მესაკუთრეს ეხება და „სასამართლო აღმასრულებელი“ „აღმასრულებლად“ იწოდება; დაემატა მე-4–მე-7 პუნქტები ყადაღადადებულ ქონებასთან მოპყრობის წესებზე.

  15. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    40 მუხლის პირველ პუნქტში დალუქვით ყადაღა ვრცელდება მოვალესთან დარჩენილ ან სხვა პირს შესანახად გადაცემულ მოძრავ ნივთებზე, ხოლო განკარგვისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მოვალესაც და მინდობილ პირს – შემნახველს.

  16. 1 მარ. 2006· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005
  17. 16 დეკ. 2000

    40-ე მუხლში დაკონკრეტდა მოძრავ ქონებაზე ყადაღის შინაარსი, ოქმის ნაცვლად გამოიყენება აღწერის აქტი და დაემატა ყადაღის შემდეგ დადებული გარიგებების ბათილობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 39¹შემდეგი მუხლი 40¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პრობატის ადმინისტრირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკროტობის აქტივების დაფარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 17 ცვლილება · ბოლო 7 დეკ. 2023
  • 21 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 63¹უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
  • 60ვინდიკაციების ყადაღის დადება
  • 48ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 152ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა
  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
  • 151ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹⁰ქონებაზე ყადაღის დადება
  • 356⁴ქონებაზე ყადაღის დადება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 54საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹6048356¹⁰356⁴15215715124124265440
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026