მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 47 (დანართი 1). ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის პროცედურა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო ორგანო დოკუმენტებს წერილობითი მიმართვით უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2.აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა გაეგზავნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ; ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება; გ) პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება; დ) აქტი “ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ”; ე) სასამართლო გადაწყვეტილება ან/და მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ვ) სააღსრულებო ფურცელი ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ (დედანი); ზ) დასკვნა ქონების შეფასების შესახებ (არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა მასალები, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს ქონების რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

2¹.იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინება საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3.აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად აცნობებს საგადასახადო ორგანოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის დაწყების თაობაზე, ხოლო რეალიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ წარუდგენს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ . საქართველოს ფინანსთა მინისტრ ი ს 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³504960158⁴15724224146 (დ…42 (დ…41 (დ…5447 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა