მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 50 (დანართი 1). ინტერნეტაუქციონის ჩატარების შესახებ მონაცემების ვებგვერდზე განთავსება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციისთვის, სავალდებულოა ინტერნეტაუქციონის შესახებ საჯარო განცხადების განთავსება ვებგვერდზე – www.eauction.ge და www.rs.ge.

2.ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას და მასში მითითებული მონაცემების განთავსებას ვებგვერდზე,,www.eauction.ge“ უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, ამ წესის 49-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ პუნქტში აღნიშნული პირი ასევე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

3.ინტერნეტაუქციონის შესახებ საჯარო განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ინტერნეტაუქციონის დაწყების და დასრულების დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მონაცემების ვებგვერდზე – www.eauction.ge განთავსებიდან ანუ ინტერნეტაუქციონის დაწყებიდან 7 კალენდარულ დღეს; ბ) მალფუჭებადი საქონლის დასახელება (საქონლის მნიშვნელოვანი მახასიათებლები) და მდებარეობა; გ) საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში); დ) ქონების საწყისი ფასი; ე) ინტერნეტაუქციონის ჩატარების პირობები და წესი (დეპოზიტზე შესატანი თანხის ოდენობა, ბიჯის სიდიდე და სხვ.).

4.დამატებითი ინფორმაციის განთავსების საჭიროების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №208 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50306²56751 (დ…53 (დ…52 (დ…1196810250 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ქონების შეს…სააღსრულებო წარმოებათა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა