1.ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება.
2.ინტერნეტაუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას, რომელიც არის სარეალიზაციოდ გამოტანილი მალფუჭებადი საქონლის საწყისი ღირებულების არანაკლებ 10% და რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება მალფუჭებადი საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ანგარიშში. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდის – www.eauction.ge ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. 3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს ონლაინრეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს სარეალიზაციოდ გამოტანილი მალფუჭებადი საქონლის საწყისი ღირებულების 1%-ს.
4.ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ ინტერნეტაუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
5.ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.
6.ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა დაფაროს ინტერნეტაუქციონის შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშსწორების ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
7.თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, საგადასახადო ორგანო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს.
8.ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის საწყისი ფასი განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულებიდან.
9.პირველად გამოცხადებულ ინტერნეტაუქციონზე ქონების საწყისი ფასი არის მალფუჭებადი საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი, ხოლო განმეორებით ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის საბაზრო ღირებულების 25 პროცენტი.
10.პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს ინტერნეტაუქციონში, საგარანტიო თანხა დაუბრუნდება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11.თანხის სრულად დაფარვამდე ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულ პირს არ გააჩნია მალფუჭებადი საქონლის განკარგვის უფლება.
12.თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შესაბამის თანხას, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას შეძენილ მალფუჭებად საქონელზე და საგარანტიო თანხაზე.
13.თუ განმეორებით ინტერნეტაუქციონზე ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, შესაძლებელია იგი დაუბრუნდეს გადასახადის გადამხდელს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. დანართი №26 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.

