1.მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის მიზნით პირველი ინტერნეტაუქციონი უნდა დაიწყოს ვებგვერდზე – www.eauction.ge ამ წესის 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისთანავე, დაუყოვნებლივ.
2.თუ პირველ ინტერნეტაუქციონზე ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, უფლებამოსილი საგასასახადო ორგანო ატარებს განმეორებით ინტერნეტაუქციონს.
3.მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის მიზნით განმეორებითი ინტერნეტაუქციონის დაწყების (ამ წესის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსების) დროს და რაოდენობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.

