Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 66² (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 66² (დანართი 1). ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ ინსტრუქციის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის (მიწოდების) განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს: ა.ა) მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ; ა.ბ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციას საგადასახადო ორგანოს მიერ; ბ) სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს: ბ.ა) გირავნობის საგნის რეალიზაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; ბ.ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; ბ.გ) ქონების რეალიზაცია – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციისას (მიწოდებისას), თუ აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით.

2.ამ ინსტრუქციის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას.

3.ამ ინსტრუქციის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) დაადგინოს: ა.ა) ექვემდებარება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას; ა.ბ) არის თუ არა პირი (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრე) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, თუ ხორციელდება ფიზიკური პირის ქონების მიწოდება; ბ) არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა უზრუნველყოს: ბ.ა) პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა; ბ.ბ) ინფორმაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში, ამ ინსტრუქციის №III-19 1 დანართის შესაბამისად.

4.საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

5.საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეალიზაციისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ითვლება სერტიფიკატის ან განკარგულების გამოცემის მომენტი.

6.საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ თავით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

7.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას (მიწოდებისას): ა) საქონლის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც არ არის სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრე; ბ) ეს ოპერაცია არ იბეგრება ამ თავის შესაბამისად, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრეა.

8.„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება.

9.თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაუქმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 16​1 1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხორციელებული ოპერაცია, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი აღნიშნული ოპერაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, რაც საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის შემცირების საფუძველია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №421 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №366 · ძალაშია 26 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 66¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 66³ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66¹ (დანართი 1)ზოგადი დებულებები
  • 66³ (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ - ის დარიცხვა და ჩათვლა
  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 161¹ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა
  • 163დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 165²დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა
  • 283გირავნობის საგნის რეალიზაცია
  • 302იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 49რეალიზაცია
  • 50ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 54საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4950301283302161¹163165²66¹ (…66³ (…72 (დ…5466² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026